22-23 თებერვალს მომლოცველთათვის თბილისიდან მცხეთამდე სპეციალური მარშრუტები დაინიშნება

  თბილისიდან მცხეთის მიმართულებით 22 და 23 თებერვალს, დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე 3 სპეციალური მარშრუტი დაინიშნება. მერიის ინფორმაციით, თბილისის მოსახლეობა გადაადგილებას შეძლებს: მეტროს „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, მეტროსადგურ “ვაგზლის მოედნის” ავტობუსის გაჩერებიდან (“თბილისის ცენტრალის” წინ) და დიდი დიღმიდან (“გუდვილის” მიმდებარე ტერიტორია). მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობა უფასოა და ამ მომსახურებისათვის 140 ავტობუსი იქნება გამოყოფილი.
“როგორც ცნობილია, შაბათს, 22 თებერვალს მცხეთაში იხსნება მამა გაბრიელის საფლავი. საზოგადოების ინტერესის, მომლოცველთა დიდი რაოდენობისა და საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 22 და 23 თებერვალს, დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე თბილისიდან მცხეთის მიმართულებით დაინიშნება 3 სპეციალური მარშრუტი. მოსახლეობა გადაადგილებას შეძლებს: დიდუბის მეტროს ზედა გასასვლელიდან, მეტრო სადგურ “ვაგზლის მოედნის” ავტობუსის გაჩერებიდან (“თბილისის ცენტრალის” წინ) და დიდი დიღმიდან (“გუდვილის” მიმდებარე ტერიტორია)”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები