ლიტვის პრეზიდენტმა რუსეთს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ რუსეთს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა. ამის შეასხებ გამოცემა „დელფი“ იუწყება.
„უკრაინა დღეს მთელ ევროპაში მშვიდობსთვის, ყველა ჩვენთაგანისთვის იბრძვის. თუ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომელიც საკუთარი მეზობლის მიმართ აგრესიას ახორციელებს, ვერ გააჩერებ. აგრესია, შესაძლოა, ევროპაში და იმის იქით გავრცელდეს“, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
ლიტვის პრეზიდენტის მოსაზრებით, იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპული მიმართულებით „ზეგავლენის, სამხედრო ინტერვენციის, აგრესიის გარეშე“ წავიდეს, უკრაინას პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება. გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ ლიტვას, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებს ესმის, რომ მშვიდობის მისაღწევად ბრძოლაა საჭირო და არავინ არ უნდა უკარნახოს პატარა ან დიდ სახელმწიფოს, თუ როგორ უნდა იცხოვროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები