საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამატებით სიჩქარის მზომი რადარები დამონტაჟდება

    საგზაო უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამატებით სიჩქარის მზომი რადარები დამონტაჟდება, – ამის შესახებ შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით მოხდება საავტომობილო გზების მაღალი რისკის მონაკვეთებზე ე. წ. “შავი წერტილების” დადგენა.
ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სატვირთო და სამგზავრო – სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციების წესების დაცვაზე კონტროლს. ამასთან, შსს მონაწილეობას მიიღებს საავტომობილო გზებზე საგზაო ნიშნების განთავსებასა და მონაკვეთების მონიშვნა-მარკირებაში. სტრატეგიის პრეზენტაცია ამ წუთებში სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები