დავით ნარმანია საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

 

   თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პალმენ ბონჩევს შეხვდა.
ბულგარელმა დიპლომატმა დავით ნარმანიას თბილისისა და სოფიას დაძმობილების შესახებ ბულგარეთის დედაქალაქის მერის სურვილი გადასცა.
ბულგარეთის ელჩის განცხადებით, თბილისთან თანამშრომლობა სურს ასევე ქალაქ ვარნას მერიას. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე თბილისსა და სოფიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება.
დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია ბულგარეთის გამოცდილების გაზიარება ევროინტეგრაციისა და მუნიციპალური მენეჯმენტის მიმართულებით. თბილისი ვარნასთან მუნიციპალური განვითარების კუთხით ითანამშრომლებს.
მისივე თქმით, საქართველოში ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, დაგეგმილია ბულგარეთში ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ბულგარელი კოლეგების და ბიზნესწრეებისთვის გაკეთდება საქართველოში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები