ემზარ კვიციანის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან დაასრულეს

კოდორის ხეობაში სახელმწიფო ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან დაასრულეს. აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ მსვლელობა მოაწყვეს. ისინი საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რის მიხედვითაც ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აქციის მონაწილეთა შორის პარლამენტის დეპუტატი იოსებ ჯაჭვლიანიც იმყოფებოდა.
„კითხვა მაქვს, ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას რატომ მიუსაჯეს მხოლოდ 7 და 4 წელი, ხოლო ემზარ კვიციანს – 12 წელი? ასევე საკითხავია კოდორში განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც რამდენჯერმე დაიბარეს დაკითხვაზე, რატომ არ გამოცხადდა. ის კანონზე მაღლა დგება? თავისუფლად დასეირნობს წინ და უკან. სააკაშვილზე გამოცხადდა ძებნა, როცა პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ მივიდა. ასევე უნდა მომხდარიყო ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაშიც”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
მისივე თქმით, ემზარ კვიციანის პერიოდში კოდორის ხეობა დაცული იყო.
“მე დღეს მოვედი ჩემს მეგობართან, ჩემს ძმასთან, ემზარ კვიციანთან და უბრალოდ მოვედი ხალხთან”, – აღნიშნა ჯაჭვლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები