რატომ სტკივა კუნთები ზალიკო ბერგერს? – „ხვალ ყველას გავაოცებ“

დიზაინერი ზალიკო ბერგერი ხვალ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბრავოში“ „პროფილის“ ავტორსა და წამყვანს მაია ასათიანს დაუპირისპირდება. ზურა ბალანჩივაძის ლობისტი მაყურებელს საინტერესო სანახაობას ჰპირდება.
„კვირასთან“ საუბრისას ბერგერმა გაამხილა, თუ რა ნომრით წარდგება ის მაყურებლის წინაშე. დიზაინერი ბალანჩივაძის მხარდასაჭერად კინტაურს იცეკვებს. რაც შეეხება მეორე ნომერს, ზალიკო ბერგერი საიდუმლოდ ტოვებს და ამბობს, რომ მაყურებელი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება.
„ხვალ გადაცემა „ბრავოში“ ლობისტის ამპლუაში ორ ძალიან კარგ ნომერს შემოგთავაზებთ. ერთს გაგიმხელთ, რომ ვიცეკვებ კინტაურს და მეორე ნომერი იქნება სპეცნომერი, რომელიც მაყურებელს ერთხელ ნანახი აქვს, ამ ნომერმა საზოგადოებაში გამოიწვია აღფრთოვანება, ხვალ ყველას გავაოცებ.
რაც მთავარია, იქნება შოუ, ასე რომ, წინასწარ რას გავაკეთებ, ბუნებრივია, ამას საიდუმლოდ დავტოვებ. ამდენი რეპეტიციისგან ფეხის კუნთები მტკივა. მაია ასათიანს ძლიერ კონკურენტად მივიჩნევ, რადგან რეიტინგული გადაცემის ავტორი და წამყვანია, თან „რუსთავი 2“-ის სახე. ვნახოთ, რა იქნება ხვალ“, – განაცხადა „კვირასთან“ ზალიკო ბერგერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები