პროექტი: „დაინახე ადამიანი და არა შეზღუდული შესაძლებლობა“

20 ნოემბერს ქობულეთის 3 საჯარო სკოლაში – პროექტის „დაინახე ადამიანი და არა შეზღუდული შესაძლებლობა“ ფარგლებში გაიმართება საჩვენებელი გაკვეთილი, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტში ჩართული ბავშვების აქტივობები.
ქობულეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი: „დაინახე ადამიანი და არა შეზღუდული შესაძლებლობა“, რომელიც ითვალისწინებს შშმ პირებისათვის ხელოვნების სხვადასხვა დარგის ხელმისაწვდომობას.
პროექტი 10 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, რომელშიც ოცამდე ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ბავშვებმა შექმნეს დეკორაციები, თექის ნაკეთობები, შეისწავლეს სიმღერები და დაინტერესდნენ მხატვრული ლიტერატურით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები