კულტურის მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

8-19 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფებოდა. მიხეილ გიორგაძეს აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა აბულფას გარაევმა უმასპინძლა.
18 ნოემბერს ორი ქვეყნის მინისტრები ბაქოში ქართველი მხატვრების გამოფენას დაესწრნენ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თაობის 62 ქართველი მხატვრის 124 ნამუშევარი. გამოფენა საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო. მომდევნო დღეს კი მიხეილ გიორგაძე აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმში დაესწრო პრეზენტაციას სახელწოდებით „აზერბაიჯანული ხალიჩები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“.
კატალოგი მომზადდა და გამოიცა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თბილისის მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
ბაქოში ყოფნის დროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები