ნიგერში ჰიპოპოტამის თავდასხმამ 12 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა

დასავლეთ აფრიკულ სახელმწიფო ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში ჰიპოპოტამის თავდასხმამ 12 სკოლის მოსწავლე იმსხვერპლა. ნიგერის საშუალო განათლების მინისტრის აიშატუ უმანის თქმით, სკოლისაკენ ნავის საშუალებით მიმავალი მოსწავლეები მდინარე ნიგერზე გადადიოდნენ, როდესაც ჰიპოპოტამი მათ ნავს დაესხა თავს. ნავში სულ 18 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 12-13 წლის ასაკის 12 ბავშვი მდინარეში დაიღუპა. ჰიპოპოტამი მასიური ძუძუმწოვარა ცხოველია, რომელიც 3 ტონამდე აღწევს. ისინი თავიანთ საცხოვრებელ არეალში უცხოთა გამოჩენას აგრესიულად პასუხობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები