ნიუ-იორკში თოვლიანი ქარბუქის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა (ვიდეო)

ძლიერმა თოვლიანმა ქარბუქმა აშშ-ში ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში უკვე 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ინფორმაციას „ABC News“-ი ავრცელებს. ქალაქ ბუფალოს მერის სიტყვებით ასეთი ძლიერი თოვა ბოლო 40 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. რეკორდულად დაბალმა ტემპერატურამ და ქარბუქმა შტატის პარალიზება მოახდინა. ბუფალოსა და ნიუ-იორკში ათეულობით ავტომობილი ქუჩებში გაიჭედა, მათ შორის კალათბურთში ქალთა საუნივერსიტეტო გუნდის ავტობუსიც გახლავთ. თოვლის საფარის სიმაღლე ზოგიერთ მონაკვეთებში ერთ ნახევარ მეტრს აღწევს, ამიტომაც ავარიულ სამსახურებს თოვლმავალით გადაადგილება უხდება. ნიუ-იორკის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის გავლენის ქვეშ მთელი ქვეყანა მოექცა: ნულზე დაბალი ტემპერატურა აშშ-ს 50 შტატშია დაფიქსირებული. სინოპტიკოსების განცხადებით ასეთი ამინდი მხოლოდ იანვრისა და თებერვლის თვეებისთვის იყო დამახასიატებელი. ანომალიური ნალექების მიზეზი ცივი ატმოსფერული ფრონტი გახდა, რომელიც კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე გავრცელდება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=3A7k8LQU1cw” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები