მინდია ჯანელიძემ ლილი ანწუხელიძის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლილი ანწუხელიძის ოჯახს მიუსამძიმრა. მინდია ჯანელიძე ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში კახეთის მხარის გუბერნატორთან, ირაკლი შიოლაშვილთან ერთად იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დედის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მისი ოჯახის წევრებს მხარდაჭერა აღუთქვა.
ლილი ანწუხელიძე გუშინ დილით 59 წლის ასაკში გულის ინფარქტით გარდაიცვალა. მას ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში შაბათს დაკრძალავენ. გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.