Der Spiegel-მა პუტინს დონბასში ეკონომიკური კატასტროფის შესახებ საიდუმლო ანგარიში გამოუქვეყნა

რუსი სპეციალისტების ჯგუფმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის დონბასის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ 12-გვერდიანი ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი ხელში გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ს ჩაუვარდა. ცნობილია, რომ ანგარიშის მომზადებაში რუს სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობა უკრაინის ყოფილმა ჩინოვნიკებმა მიიღეს, რომლებიც იანუკოვიჩის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ რუსეთში გაიქცნენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2013 წელთან განსხვავებით, მრეწველობა დონეცკის ოლქში 59 % დაეცა, ლუგანსკის ოლქში კი – 85%-ით.
დოკუმენტის თანახმად, რეგიონში ქვის ნახშირის 93 მაღაროდან 69-მ მუშაობა შეაჩერა. 40 000 საწარმო გაკოტრებულია.
ექსპერტებმა ასევე ინფრასტრუქტურის განადგურებასთან დაკავშირებული ზარალი დაითვალეს.
„სამსახური და შემოსავალი ქმედითუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის ნახევარზე მეტმა დაკარგა. დონბასს ჰუმანიტარული და ეკონომიკური კატასტროფა ემუქრება“, – ანალიტიკურ ჩანაწერში განაცხადეს დოკუმენტის ავტორებმა.
გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი წერს, რომ ახლა დონბასის აღდგენისთვის საჭირო თანხას ითვლიან, თუმცა უკვე გასაგებია, რომ ამისთვის მილიარდები იქნება საჭირო. მხოლოდ დონეცკის აეროპორტის აღდგენას ესაჭიროება მილიარდი ევრო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთი სავარაუდოდ ასეთ თანხას ვერ გაიღებს. მით უმეტეს, ეს პრობლემა ეკონომიკური სანქციების ნეგატიური შედეგების ფონზე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები