შუმახერი პარალიზებულია, მას მეტყველებისა და მეხსიერების პრობლემები აქვს

„ფორმულა-1“-ს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი პარალიზებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ის სპეციალური სავარძლის გარეშე ვერ გადაადგილდება. ამის შესახებ ყოფილმა ავტომრბოლელმა ფილიპ სტრეიფმა განაცხადა. გარდა ამისა, სტრეიფის თქმით, შუმახერს მეტყველებისა და მეხსიერების  პრობლემები აქვს.
„შუმახერი უკვე უკეთესადაა, თუმცა ყველაფერი შედარებითია. ის ვერ ლაპარაკობს, პარალიზებულია და სავარძელში ზის“, – თქვა სტრეიფმა. სტრეიფმა, რომელიც თვითონაც 1989 წელს საშინელ ავარიაში დაშავდა და პარალიზებული იყო, აღნიშნა, რომ შუმახერს ახლობლებთან კონტაქტი მხოლოდ ვიზუალურად შეუძლია. „ახლობლებთან ის უფრო სწრაფად გამოკეთდება. თუმცა მას მაინც სიძნელეები ელის“, – აღნიშნა მრბოლელმა.
შეგახსენებთ, რომ შუმახერმა თავის ქალის სერიოზული ტრავმა 2013 წლის დეკემბერში ალპებში თხილამურებზე სრიალისას მიიღო.

10807864_870838929623013_736032785_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები