ლავროვს ეჭვი გაუჩნდა, რომ უკრაინა დონბასზე იერიშს ამზადებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა, შესაძლოა, დონბასზე იერიშს ამზადებდეს. თუმცა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ თავს ასევე ამ სიტყვების უკან დაბრუნების შესაძლებლობაც უზრუნველყო, – წერს „ბი-ბი-სი“.
უკრაინის პრეზიდენტის სეპარატისტული ტერიტორიის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ბრძანებაზე საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ შესაძლოა „ამ ბრძანების უკან იმდენად ის არა, რომ ეკონომიკურად და სოციალურად „დახრჩოს“ ეს რეგიონი, არამედ მორიგი სამხედრო შეჭრისთვის და ამ პრობლემის ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტისთვის ნიადაგის მომზადება“, – განაცხადა ლავროვმა.
რაც შეეხება უკრაინის მთავრობას, ლიდერები დონბასში მასშტაბური სამხედრო მოქმედებების აღდგენის შესაძლებლობას უარყოფენ. პოროშენკოს განცხადებით, დონბასის პრობლემის მოგვარება ძალის გამოყენებით არ შეიძლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები