ირაკლი ალასანია ამერიკაში მიდის

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია 20 ნოემბერს კანადაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა მიაწოდა.
მისივე განმარტებით, კონფერენციის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანია ვაშინგტონში ჩავა, სადაც ექსპერტებსა და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს შეხვდება. ალექსი პეტრიაშვილის ინფორმაციით, შეხვედრის თემა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება. „ირაკლი ალასანიას დაგეგმილი ჰქონდა კანადაში საერთასორისო უსაფრთხოების საკითხების ფორუმზე ჩასვლა, ამ ვიზიტის ფარგლებში მან გადაწყვიტა, ვაშინგტონში ჩავიდეს. ჩვენ გვინდა, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს, პასუხგაუცემელი. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პოზიცია იყოს ყველასთვის ცნობილი. თუ რატომ ხდებოდა, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ, ორი კვირის განმავლობაში ეს პოლიტიკური კამპანია“ – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები