ნინო ქადაგიძე: ექსპერტიზა სრულყოფილად არ ჩატარებულა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან მეათე წელს მისი მეუღლე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ნინო ქადაგიძე-ჟვანიას განცხადებით, ცხედარს სრული ექსპერტიზა არ ჩასტარებია, რაც საქმის არასრულფასოვან შესწავლას გულისხმობს. ამის შესახებ ნინო ქადაგიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ის მოწმის სტატუსით ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმის განხილვისას დაიკითხა.
“სრულყოფილი ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ეს ექპერტიზა ისე უნდა ჩატარებულიყო, რომ იმ უამრავ შეკითხვას, რომლებიც მაშინაც არსებობდა და ახლაც არსებობს, პასუხი გასცემოდა“, – აღნიშნა ქადაგიძემ.
დაკითხვაზე დღეს გარდაცვლილი ექსპრემიერის მეუღლემ ღიად გამოუცხადა უნდობლობა ჩატარებულ ექსპერტიზას და განაცხადა, რომ მისი მეუღლის საქმეში ექსპერტებმა გარკვეული დეტალები მიჩქმალეს. სხდომას ესწრებოდა ბრალდებული, ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელმაც განმარტა, რომ მას აღნიშნულ საქმეში არაფერი არ დაუმალავს და გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას მეუღლეს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ ექსპერტის შეხედულებები არ გაიზიარა.
“სამძიმარი დაგიგვიანდათ. შეიძლება გეშინოდათ ჩემთან ურთიერთობის”, – მიმართა ჩაჩუას ნინო ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები