1943 წლის 18 ნოემბერს თემურ ჩხეიძე დაიბადა

 

      საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს თემურ ჩხეიძეს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და მომავალ წარმატებებს უსურვებს! თემურ ჩხეიძე დაიბადა 1943 წლის 18 ნოემბერს, თბილისში. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის (დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო) დამთავრების შემდეგ მოღვაწეობდა: ზუგდიდის დრამატულ, მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად; 1991 წლიდან 22 წლის განმავლობაში – სანქტ პეტერბურგის დიდი თეატრის ჯერ – რეჟისორად, შემდეგ – მთავარ რეჟისორად და 2007 წლიდან, 6 წლის განმავლობაში – სამხატვრო ხელმძღვანელად. 2013 წლიდან თემურ ჩხეიძე სანქტ პეტერბურგიდან საბოლოოდ ბრუნდება და საქართველოში განაგრძობს მოღვაწეობას. 2014 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრმა ( თემურ ჩხეიძის სახელოსნო), რომელსაც თავად რეჟისორი ხელმძღვანელობს.

წლების განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი თეატრების სცენაზე თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი, ასევე, გადაღებული აქვს სატელევიზიო სპექტაკლები. თემურ ჩხეიძე არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის, შოთა რუსთაველის, მიხეილ თუმანიშვილისა და კიდევ მრავალი პრემიის ლაურეატი, „ოქროს გრან-პრის“, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს – „ხელოვნების ქურუმისა“ და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები