სამხედრო ატაშეები ე.წ. კაბელების საქმის შესახებ – “ეს საქართველოს შიდა საკითხია”

საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები ე.წ. კაბელების საქმეზე შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებენ. მათი თქმით, ეს საქართველოს შიდა საკითხია, მათი ინტერესის სფერო კი ხელისუფლების დემოკრატიულობაა.
„თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებული საკითხები შიდა საქმეა, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დემოკრატიული და საპარლამენტო პროცედურების შესახებ და დღეს ამ თემაზე პასუხებიც მივიღეთ და ინფორმაციაც“, – განაცხადა გერმანიის სამხედრო ატაშემ საქართველოში ბერნარდ ჰოპმა.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო ოფიციერი მაქსიმილიან ედერი განმარტავს, რომ მსგავსი პროცესები ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, შესაბამისად, NATO მსგავს თემებზე კომენტარს არ აკეთებს.
ესტონეთის სამხედრო ატაშის ტეეტ კივისონის განცხადებით კი, თავდაცვის ყოფილ მინისტრს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ როგორც ღირსეულ პიროვნებას შესაბამისად, ის პროცესები, რაც საქართველოში ხდება, შეშფოთებას იწვევს.
„გამიჭირდება რამის თქმა, რადგან არსებობს ორი მხარე. თუ ვინმე ამბობს, რომ დარღვევები არსებობს, ეს პირველმა უნდა დამტკიცოს. ზოგადად, ჩვენ ეჭვი არ გვაქვს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ღირსეული პიროვნებაა საქართველოსთვის, სიამოვნებით ვთანამშრომლობდით მასთან და მას მთელ მსოფლიოში იცნობდნენ. რაც ახლა ხდება საქართველოში გვაშფოთებს“, – განაცხადა ტეეტ კივისონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები