„იანვარში ეკონომიკური ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8% -ია“

  ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. “ეს არის წინასწარი მონაცემები, მაგრამ ის ემყარება გადამხდელების მიერ დეკლარირებულ მაჩვენებლებს. ეს ადასტურებს, რომ დამატებითი ღირებულების გადამხდელი კომპანიების ბრუნვა იანვარში 16 პროცენტით გაიზარდა. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, ზრდა იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, 8 პროცენტი იქნება “, – განაცხადა ხადურმა.
მისივე განმარტებით, ეს გამოწვეულია რამდენიმე დარგში სერიოზული გააქტიურებით.
“ესაა სოფლის მეურნეობაში თითქმის გაორმაგებული აქტივობის შედეგი, რომ 43 პროცენტით არის გაზრდილი მშენებლობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია სატრანსპორტო გადაზიდვები. ეს ყველაფერი ჩვენ გვალევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ჩვენი პროგნოზები არის კონსერვატიული”, – განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები