ანსამბლი „ბასიანი“ ლიტვაში კონცერტებს გამართავს

18 და 19 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ლიტვური ორგანიზაციის Rexus Events -ის მიწვევით, ანსამბლი „ბასიანი“ ლიტვაში ორ კონცერტს გამართავს.
„ბასიანი“, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი, 2000 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა.
მისი რეპერტუარი ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშებს – ხალხურ სიმღერებსა და საეკლესიო საგალობლებს მოიცავს. ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილ ეთნომუსიკოლოგებთან.
2013 წლის ნოემბრიდან ანსამბლი „ბასიანი“ დაფუძნდა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საქართველოს სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები