ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ჩვენ შევეცდებით, ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი დავაჩქაროთ

ჩვენ შევეცდებით, ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი დავაჩქაროთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო მოლოდინებს საქართველოში დემოკრატიული სტრუქტურების გაღრმავებასთან, იურიდიულ სისტემასთან დაკავშირებით და ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელ დახმარებაზე.
“ძალიან ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრით. მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ იმ საკითხს, რომელსაც ევროპარლამენტი განიხილავს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით და ხელმისაწვდომი გავხადოთ ინვესტორებისათვის, ჰქონდეთ წვდომა ევროპულ ბაზარზე”, – განაცხადა მარტინ შულცმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები