დღეს ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე დაიკითხება

ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიკითხება. ნინო ქადაგიძე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას საქმეზე მისცემს ჩვენებას.
დღევანდელ პროცესზე ასევე დაიკითხებიან: ზურაბ ჟვანიას ნათესავი თამილა აფაქიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორი. პროკურორის რევაზ ნადოის განცხადებით, მათი ჩვენებები კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქმეში ლევან ჩაჩუას ბრალეულობას.
თავად ჩაჩუას ადვოკატი ამბობს, რომ ამ დრომდე არცერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებამ წარმოადგინა, არ არის არგუმენტირებული და არ ადასტურებს, რომ ლევან ჩაჩუამ ჩაიდინა დანაშაული.
დაცვის მხარის განცხადებით, არცერთი მოწმის ჩვენებიდან არ იკვეთება მისი ბრალეულობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები