ოზურგეთის სოფელ ნაგომარში არანაკლებ 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ახალი სკოლის პროექტირებაზე.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი ითვალისწინებს არანაკლებ 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტის შექმნას, რომელიც შემდგომში, სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი, დამატებით 15 ობიექტზე.
თანამედროვე სტანდარტების სკოლის შენობა უზრუნველყოფს უსაფრთხო, თანამედროვე და ყველასათვის ხელმისაწვდომ სასწავლო გარემოს.
სკოლის ინფრასტრუქტურა საკლასო ოთახებთან ერთად გააერთიანებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეებს და სამეცნიერო ლაბორატორიებს.
შენობაში განთავსებული იქნება მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზები, კვებისთვის განკუთვნილი სივრცე, ეზოში კი მოეწყობა სათამაშო მოედანი.
სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.