ზაპოროჟიეს რეგიონზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
ზაპოროჟიეზე რუსების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა,- ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ივან ფიოდოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 21 დასახლებულ პუნქტზე 698 თავდასხმა განახორციელეს.
“რუსულმა ძალებმა განახორციელეს 11 ავიაიერიში ზაპორიჟჟიაზე, კამიშევახაზე, მალოკატერინოვკაზე, ვესელიანკაზე, სტეფნოგორსკზე, კამენსკოეზე, ლუკიანივსკეზე, ბელოგორიესა და უსპენოვკაზე. ამასთან, ერთი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა”, – განმარტა მან.
მთლიანობაში, ფიოდოროვის თქმით, რეგიონს სხვადასხვა მოდიფიკაციის 484 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს.
„საცხოვრებელი შენობების, სოციალური და სამრეწველო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ 105 შეტყობინება შემოვიდა“, – თქვა მან.