თამთა მეგრელიშვილი: ევროკომისიის მიერ გავრცელებული „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში ცხადყოფს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: მიუხედავად პოლიტიკური შეტევებისა და კრიტიკისა, არჩეულ ხელისუფლებას აქვს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო აღიარება

,,ევროკომისიის მიერ გავრცელებული „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში ცხადყოფს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: მიუხედავად პოლიტიკური შეტევებისა და კრიტიკისა, არჩეულ ხელისუფლებას აქვს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო აღიარება. როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე დგას მთავრობის ფუნქციონირების შეფასებით, ეს პირდაპირი პასუხია მათთვის, ვინც ხელისუფლების ლეგიტიმურობას ან ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს”,- ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, რეიტინგი არ ეფუძნება ემოციას ან პოლიტიკური ინტერესის დაკვეთას – ეს არის ობიექტური ანალიზი, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის მონაცემს ითვალისწინებს.

„ევროკომისიის მიერ გავრცელებული „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში ცხადყოფს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: მიუხედავად პოლიტიკური შეტევებისა და კრიტიკისა, არჩეულ ხელისუფლებას აქვს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო აღიარება.
როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე დგას მთავრობის ფუნქციონირების შეფასებით, ეს პირდაპირი პასუხია მათთვის, ვინც ხელისუფლების ლეგიტიმურობას ან ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
რეიტინგი არ ეფუძნება ემოციას ან პოლიტიკური ინტერესის დაკვეთას – ეს არის ობიექტური ანალიზი, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის მონაცემს ითვალისწინებს.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ შედარება: საქართველომ არა მხოლოდ ყველა მეზობელ ქვეყანას გადაუსწრო, არამედ მაჩვენებლებით ისეთ ძლიერ სახელმწიფოებსაც გაუთანაბრდა, როგორიც სინგაპურია.
არანაკლებ სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენ წინ ვართ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე – უნგრეთსა და თურქეთზე.
ამ რეალობას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ის გარემოება, რომ უკრაინა და მოლდოვა – რომელთაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვთ – ფაქტობრივად, ევროპის უკანასკნელ ექვსეულში არიან, ავტორიტარული ქვეყნების გვერდით.
ეს ყველაფერი ერთ რამეს ნიშნავს: საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისა და ბოლოდროინდელი მწვავე დისკუსიებისა, რეალურად ახერხებს და ახორციელებს მთავარ ფუნქციას – ქვეყნის სტაბილურ და ეფექტიან მართვას. რასაც საერთაშორისო ინსტიტუტები აღიარებენ.“ – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები