ისრაელის ძალებმა ღაზას სექტორზე საჰაერო და სახმელეთო დარტყმების დროს, სულ მცირე, 36 პალესტინელი მოკლეს, მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე (UNGA) მსოფლიო ლიდერებმა ორწლიანი ომის დასრულება მოითხოვეს,- ამის შესახებ aljazeera წერს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) სამშაბათს აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო ქმედებები „ტერორს აყენებს ღაზას ქალაქის პალესტინელ მოსახლეობას და ათიათასობით ადამიანს გაქცევას აიძულებს“.
როგორც “სიენენი” წერს, ტანკები ამჟამად ქალაქის დასავლეთით, ბიჩ კემპის სახელით ცნობილ ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ამასთან, ღაზაში დარჩენილი მძევლების ოჯახები აცხადებენ, რომ ოპერაცია მათ კიდევ უფრო დიდ საფრთხეში აყენებს. სავარაუდოდ, დაახლოებით 20 მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალია.