ვაკის გამგეობის ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა
ვაკის რაიონის გამგეობის ინიციატივით, ნუცუბიძის მე-2 მ/კრ-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში დასუფთავების აქცია გაიმართა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თითქმის 20 წელია ანტისანიტარიაა და ეზოდან ნაგვის გატანის პრობლემა მწვავედ დგას.
დასუფთავების აქცია ვაკის გამგეობამ “თბილსერვის ჯგუფთან” ერთად განახორციელა.
ვაკის გამგებელი დღესვე ჟღენტის #2-ში, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ 24 დევნილ ოჯახს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
“ვაკის გამგეობა ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს დევნილ მოსახლეობას. ამჯერად შპს “თბილსერვის ჯგუფის” დახმარებით ძალიან დიდი პრობლემა გადავჭერით, დავასუფთავეთ ტერიტორია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს აქციებს რაიონის მასშტაბით”, – განაცხადა ვაკის გამგებელმა გივი ჭიჭინაძემ.