ქრისტოს სტილიანიდისი რუსეთის ე.წ. ხელშეკრულების გამო შეშფოთებულია

ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების” შესაძლო გაფორმებით შეშფოთებულია, – ამის შესახებ ქრისტოს სტილიანიდისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერმა ევროკომისარს მთავრობის პოზიცია გააცნო და განაცხადა, რომ ეს საქართველოსთვის მიუღებელია.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ეფექტური არაღიარების პოლიტიკის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შენარჩუნებისა და ჟენევის დისკუსიებში აქტიური მონაწილეობისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები