სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ კანონპროექტის განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის -,,მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, სასტუმრო „ამბასადორში“ შეხვედრა გაიმართა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდაც აცნობეს, შეხვედრა მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო, სადაც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ, ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსია განიხილეს. კანონპროექტის ფარგლებში მოხდება ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და არსებული სანებართვო სისტემის სრულყოფა.
სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ კანონპროექტის მომზადების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები