„ნატოს სასწავლო ცენტრის შექმნა ქართული ჯარისთვის ძალიან კარგი საქმეა“
„ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შექმნაზე გადაწყვეტილება მიღებულია“, – ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადებას საინფორმაციო-ანალიტიკურ პორატალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, საქართველო დიდი ხანია ცდილობს, თავისი ჯარები ნატოს სტანდარტების მიხედვით გაწვრთნას და აღჭურვოს. დეპუტატის თქმით, ცენტრის შექმნა ქართული ჯარისთვის ძალიან კარგი საქმე იქნება.
„ ნატოს მუდმივი სასწავლო ცენტრის შექმნა ქართული ჯარისთვის ძალიან კარგი საქმეა. ჩვენ უკვე მრავალი წელია ავიღეთ კურსი ნატოს სტანდარტებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ფორმირებაზე. ვცდილობთ, გადავეწყოთ ნატოს სტანდარტებზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები თავსებადი გახდეს ნატოს თავდაცვის ძალებთან“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.