„მერია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს 500- ლარიან ვაუჩერს გამოუყოფს“
„დედაქალაქში მაცხოვრებელ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს, ზამთრის მანძილზე მერია დააფინასებს და 500 – ლარიან გათბობის ვაუჩერს გამოუყოფს“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.
ქუცნაშვილის განცხადებით, ვაუჩერს ის ოჯახები მიიღებენ, ვისი ქულებიც 70 000 ქულაზე დაბლაა.
„მილიონნახევრიან დედაქალაქში 400 000 – მდე ოჯახი ცხოვრობს, მუდმივი ცხოვრების წესით. ამ 400 000 ოჯახის საკმაოდ დიდი რაოდენობა სიღარბის ზღვარს ქვემოთ არის, შესაბამისად, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სიღარბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები, ვისაც 70 000 ქულაზე ნაკლები აქვს, ზამთრის სეზონზე 500 – ლარიან გათბობის ვაუჩერს მიიღებენ“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.