ირაკლი სესიაშვილი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს წარმატებულად აფასებს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს წარმატებულად აფასებს. სესიაშვილის თქმით, აღნიშნული ვიზიტის შემდეგ ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
“გარდა იმისა, რომ გაკეთდა, მართლაც, ძალიან კარგი განცხადებები ევროპელი ლიდერების მხრიდან, ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ ამ პროცესში ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაჩქაროთ ტემპები, რაშიც, იმედი გვაქვს, ევროპელი კოლეგები მხარს დაგვიჭერენ და ხელს შეგვიწყობენ. ამიტომ ამ ვიზიტის შემდგომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმართული იქნება არა უბრალოდ ძლიერი პარტნიორობისკენ, არამედ წევრობისკენ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.