აუდიტის სამსახური წლის ბოლოს სახელმწიფო უწყებების მიერ გაფლანგული თანხების ანგარიშს გამოაქვეყნებს

„სახელმწიფო აუდიტი წლის ბოლოს 2014 წლის ანგარიშს გამოაქვეყნებს და არაეკონომიურად დახარჯული სახელმწიფო თანხების ზუსტ ციფრებს დაასახელებს“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ გააკეთა.
თორდიას განცხადებით, გასულ წელს სახელმწიფო უწყებების მიერ არაეკონომიურად და არამიზნობრივად დახარჯულმა თანხებმა 132 მილიონი ლარი შეადგინა.
„წლის ბოლოს 2014 წლის ანგარიშს შევადგენთ და დავასახელებთ ზუსტ ციფრებს, თუ რა თანხა დაიხარჯა არაეკონომიურად და არამიზნობრივად. 2013 წლის ანგარიშით, ზარალმა 132 მილიონი შეადგინა. ეს არ გულისხმობს, რომ 132 მილიონივე არის სისხლის სამართლის დანაშაულებების ნიშნების შემცველი. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ თანხით უფრო მეტი ეფექტური ნაბიჯების გადადგმა შეეძლოთ კონკრეტულ უწყებებს. 2013 წელს აუდიტის 87 დასკვნა გაიცა. ამ დასკვნებში შედის ყველა სამინისტრო. ჩვენ ვამოწმებთ სამინისტროებს, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებს, საკრებულოებს, გამგეობებს, აჭარის და აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკების შესაბამის სახელმწიფო უწყებებს“,- განაცხადა ლაშა თორდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები