აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროში კიდევ 10 დანაშაულებრივი საქმე აღმოაჩინა

ტენდერებისა და ჯარისკაცთა საკვების მოწამვლის ფაქტების გარდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას ინფორმაცია კიდევ ერთი საქმის შესახებ გადაუგზავნა,- ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ ისაუბრა, თუმცა საქმის არსებით მხარეზე საუბრისგან თავი შეიკავა.
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს შესწავლის დაწყებიდან 6 თვეში მას თავდაცვის სამინისტრომ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაციის დაცულობა სთხოვა.
მისი თქმით, საერთო ჯამში, შესწავლის შედეგად მოცემული მომენტისთვის თავდაცვის სამინისტროში არსებობს ათი საქმე, რომლებთან დაკავშირებითაც აუდიტის სამსახური თვლის, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუმცა მისივე განმარტებით, ალასანიას მინისტრობის პერიოდს ეხება მხოლოდ ერთი საქმე ეხება. „ ალასანიას მინისტრობის პერიოდს ეხება მხოლოდ ერთი მასალა. ასევე ერთ საქმეზე არის კითხვები, თუმცა ჯერ დარწმუნებულნი არ ვართ, ვინაიდან საკითხი კიდევ საჭიროებს კვლევას. ზოგადად, ჩვენ 2013 წელს მთავარი პროკურატურიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რა სტატუსი აქვს ჩვენ მიერ გადაგზავნილ მასალებს. როგორც გვითხრეს, უმრავლესობაზე არის სისხლის სამართლის გამოძიება დაწყებული. შემდგომში ჩვენ გვექნება ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივი შედეგი დადგა ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით. არსებობს თავდაცვის სამინისტროში მესამე საქმე, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და რომლის შესახებაც მასალები პროკურატურას გადავეცით, მაგრამ ეს არ ეხება იმ თემას, რომელიც მედიით გახმაურდა, მე ე.წ. აკუმულატორებისა და საბურავების საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. საერთო ჯამში, შესწავლის შედეგად, მოცემული მომენტისთვის თავდაცვის სამინისტროში არსებობს ათი საქმე და ფაქტი, რომლებთან დაკავშირებითაც აუდიტის სამსახური თვლის, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ ალასანიას პერიოდს, რადგან ჩვენ 2011, 2012, 2013 წლების საქმიანობას ვსწავლობთ“,- განაცხადა ლაშა თორდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები