ევროსაბჭო ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულებაზე განცხადებას ავრცელებს

ევროპული საბჭო საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პირობა, უსაფრთხო და კარგად მართულ გადაადგილებასთან დაკავშირებით, დაცული იქნება.
ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.
“საბჭო იზიარებს იმ შეფასებას, რომ საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და მეორე ფაზის დაიწყების გადაწყვეტილებას იღებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები