“ღარიბაშვილმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”
NATO-ს გენერალურ მდივნის იესნ სტოლტენბერგის განცხადებით, მას საქართველოს ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით ეჭვის გამოსათქმელად მიზეზი არ აქვს, რადგან პრემიერმა ღარიბაშვილმა მასთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
“პრემიერმინისტრმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკრ ინტეგრაციას, ამიტომ, მივესალმები მტკიცე ერთგულებას. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და NATO-სთან მისი ძლიერი პარტნიორობისთვის. ასევე მივესალმები იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობით. ასე, რომ არ მაქვს მიზეზი ამაში ეჭვი შევიტანო,” – აღნიშნა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.