თბილისში 225 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

 სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს სპეციალისტებმა თბილისში, აგლაძის N 32 მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტიდან (შპს „ ახალი ქართული პროდუქტი) 200 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს, რომელსაც ვეტერინარული მოწმობა “ფორმა #2” არ ახლდა.
სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტებმა, ფონიჭალაში ი/მ „სამირ მამედოვის“ სარეალიზაციო ობიექტიში 25 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს, რომელსაც ვეტერინარული მოწმობა “ფორმა #2” არ ახლდა. ვეტერინარული მოწმობა “ფორმა#2-ის” გარეშე ხორცის რეალისაზიისთვის, კომპანიები საქართველოს კანონის “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსის” შესაბამისად, 1000 ლარით დაჯარიმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები