ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე, რომელიც 19- კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას მოიცავს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული ობიექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ვაჟა ფანჩულიძესთან ერთად მოინახულა.
ამჟამად ასფალტის საფარი იგება, ასევე შენდება 9 ხიდი, 7 გზაგამტარი, 21 მიწისქვეშა გასასვლელი, 2 გვირაბი და ეწყობა 43 წყალგამტარი მილი.
დავით შავლიაშვილი დეტალურად გაეცნო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რთული ხიდის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს, რომლის საერთო სიგრძე 1180 მეტრს შეადგენს. საქართველოში სახიდე კონსტრუქციის მოწყობა ამ ტიპის უახლესი ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით პირველად ხდება.
უკვე დასრულებულია 6 ხიდის მშენებლობა, მოეწყო 48 ხელოვნური ნაგებობა, მათ შორის წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები. სამუშაოებზე 550-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადილობრივი მოსახლეობაა. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 210 მლნ ლარს შეადგენს.