ბეთანიაში დღეს ღირსი მამების საფლავები გაიხსნება

  დღეს, 17:00 საათზე ბეთანიაში მამა გაბრიელის მოძღვრის, ღირსი მამა გიორგი-იოანეს და ღირსი მამა იოანეს წმინდა ნაწილები გაიხსნება. ღირსი მამების წმინდა ნაწილები ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დასვენდება, რის შემდეგაც საზეიმო ლოცვა დაიწყება. ხოლო 24:00 საათზე საზეიმო წირვა ღამისთევით გაიმართება. წირვა-ლოცვა და პარაკლისები შემდეგ დღეებშიც აღესრულება. 22 თებერვალს კი გაიხსნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები