კადიროვმა ინგუშეთის საზღვარზე „ბოევიკების“ ჯგუფის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

ინგუშეთის საზღვართან სპეცოპერაციის შედეგად ჩეჩენმა ძალოვნებმა „ბოევიკების“ ჯგუფი გაანადგურა. ამის შესახებ „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 4 „ბოევიკი“. „ერთი კვირის წინ ინგუშეთის ტერიტორიაზე ჩვენ სპეცღონისძიებები დავიწყეთ. იქ მონადირე მოკლეს. მე, პირადად დავამუშავე ამ ჯგუფის დაკავების ოპერაცია და დღეს გამთენიისას ინგუშეთის საზღვარზე მათ აღმოაჩინეს და გაანადგურეს“, – განაცხადა კადიროვმა. კადიროვის თქმით, 4 „ბოევიკი“ სუნჟენის რაიონიდან იყვნენ.
კადიროვმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის მონაწილეების მხრიდან დანაკარგი არ არის. „ჩვენ ისინი დანაკარგის გარეშე გავანადგურეთ. ამას მომავალშიც გავაკეთებთ, სადაც არ უნდა იყვნენ, ვიპოვით და გავანადგურებთ. მათი ადგილი ან მიწაში, ან ციხეშია“, – განაცხადა კადიროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები