პუტინის გვერდით „დიდი ოცეულის“ ლანჩზე დაჯდომა არავინ მოისურვა (ვიდეო)
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელსაც ავსტრალიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ცივი დახვედრა მოუწყეს, იგნორირება ლანჩზეც გაუკეთეს. შესაბამისი ვიდეომასალა იუთუბიზე სააგენტო „როიტერმა“ განათავსა. ამ ვიდეოს უკრაინის შსს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკოც გამოეხმაურა.
„პუტინი კი მარტოა, სულ მარტო… იქნებ საკუთარი თავის დახვრეტის დროა?… “დიდი ოცეულის“ ლანჩზე მაგიდასთან, რომელთანაც პუტინი იჯდა, არავინ მიუჯდა“, – დაწერა გერაშენკომ ფეისბუქში.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=LA-keQDAV68#t=36″ width=”560″ height=”315″]