23 წლის შემდეგ გაგლოაანთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

სოფელში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე გია თორთლაძე და გამგეობის თანამშრომლები ჩავიდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივი მკვიდრის რევაზ გაგლოშვილის ოჯახს ესტუმრნენ.
გაგლოაანთ უბანში დამონტაჯდა ახალი ტრანსფორმატორი, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოხდა გამრიცხველიანება. პროექტი ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსებით, სს. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განახორციელა. სამუშაოები რამოდენიმე დღის განმავლობაში ხორციელდებოდა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სოფელში მოსახლეობის დაბრუნებას გამოიწვევს.
„მაღალმთიან სოფლებში არაერთი პროექტი განხორციელდება, რათა მოხდეს ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და შემოსავლის წყაროს გაზრდა. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებიის აღდგენას, გვაქვს კიდევ რამოდენიმე სოფელი, სადაც სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება.“ – განაცხადა დავით ონიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები