აფხაზეთ-რუსეთის შეთანხმებით სოხუმიდან ფრენა იწყება

ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის შეთანხმებით სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაცია და რუსეთის მიმართულებით ფრინის აღდგენა იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პაატა დავითაიამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დაუყოვნებლივ იმოქმედოს.
დავითაიას განცხადებით, სოხუმიდან ფრენის აღდგენა საერთაშორისო სამართლის პრონციპების სერიოზული დარღვევაა და არავის აქვს უფლება, გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად მიიღოს.
“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1993 წლიდან საერთაშორისო საავიაციო სააგენტოს ბრძანების საფუძველზე სუხუმის აეროპორტი დახურულია და ყველა ავიაკოპანია, რომელიც სოხუმიდან ფრენას განახორციელებს, ფრენის ლიცენზიას დაკარგავს. მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო საავიაციო სააგეტო სასწრაფოდ ჩააყენოს საქმის კურსში, რომ მათი მხრიდან მოხდეს ზეწოლა რუსულ მხარეზე”, – აღნიშნა დავითაიამ “კვირას” პრესკლუბში.
მან დასავლელი პარტნიორების გააქტიურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო ბერკეტების გამოყენება: “აუცილებელია ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გააქტიურებაც, რომ მათ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო მექანიზმები აამოქმედონ. არცერთ ავიაკომპანიას არ აქვს აფხაზეთიდან ფრენის უფლება საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად.”
დავითაიას ინფორმაციით, ამ ყველაფერთან ერთად, სეპარატისტები გალის ტერიტორიაზე კომენდანტის საათის შემოღება უნდათ, რაც აფხაზეთში მცხოვრები ქართული მოსახლეობის ხელახალ დევნას ნიშნავს.
“კომენდანტის საათს იმისთვის აწესებენ, რომ ქართულ მოსახლეობას გალის ტერიტორიაზე ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულონ. შედეგად, მათი სურვილია, ქართველებმა სახლები მიატოვონ. ფაქტობრივად, ახალი დევნის მომსწრეები ვართ. საქართველოს მთავრობას მივმართავ, ამ ფაქტებზე მკვეთრი რეაგირება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები