„დიდი ოცეულის“ სამიტზე ქვეყნების ლიდერების მეუღლეებმა ფოტოები კოალებთან ერთად გადაიღეს (ვიდეო)

  „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერების მეუღლეებმა ფოტოები კოალებთან ჩახუტებულებმა გადაიღეს. ავსტრალიაში ტრადიციული ფოტოსესია ბრისბენში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაკრძალში „კოალების პარკში“ გაიმართა.
კოალები ხელში ავსტრალიის, ინდონეზიის, ირანის, იტალიის და სხვა ქვეყნების ლიდერების მეორე ნახევრებმა აიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამას მეუღლეს მიშელ ობამას ცხოველთან სურათი არ გადაუღია.
საინტერესოა, კოალებს „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებამდე „ჩახუტების გაკვეთილებს“ უტარებდნენ. კოალებმა გამოცდა „ფრიადზე“ ჩააბარეს.
კოალასთან ერთად ფოტოს გადაღება ნაკრძალში – ერთგვარი ტრადიციაა. პარკში 130-მდე კოალა ბინადრობს.

10807949_868489933191246_136212830_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Iqh_FZgLOkI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები