მამა ილია: რობერტ სტურუა, ჯერ მომიფურთხებია შენთვის და მერე მარაზმატიკი ამაშუკელისთვის

 

   მამა ილია ვაშაკიძე რეჟისორ რობერ სტურუასა და პოეტ რეზო ამაშუკელის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს. მამა ილია მათ კაცუნებად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ადამიანის გარდაცვალება პოლიტიკად აქციეს.
„რობერტ სტურუაზე და რეზო ამაშუკელზე ვარ მაგრად განრისხებული. ვაგლახ, რომ ესაა ჩვენი სულიერება დღევანდელ რეალობაში. ადამიანის გარდაცვალებაც პოლიტიკად აქციეს ამ კაცუნებმა… კახა ბენდუქიძე ღმრთმა აცხონოს. მაგარი კაცი იყო… რა ქართველი კაცის საქმეა ადამიანის გარდაცვალებაზე სიხარული… რობერტ სტურუა, ჯერ მომიფურთხებია შენთვის და მერე მარაზმატიკი ამაშუკელისთვის. მე, როგორც მღვდელი და ქართველი, სინანულს გისურვებთ… სინანულამდე ფურთხის ღირსნი ხართ… ჩემს მრისხანებას თქვენს მიმართ საჯაროდ ჩემს ცოდვად ვთვლი… ჩემს თავსაც სინანულს ვუსურვებ… ილოცეთ ჩემთვის, ხალხო… ეს ბოღმა და ერთმანეთისადმი სიძულვილი ქორეპისკოპოს იაკობის ქადაგებების ნაყოფია… იხილეთ მისი ქადაგებები ინტერნეტში, ოღონდ ყურადღებით არ მოუსმინოთ, თორემ თქვენც გაგახარებთ კაცის სიკვდილი… მომიხსენიეთ ლოცვებში“, – წერს მამა ილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები