თინა ხიდაშელი პრეზიდენტის გამოსვლაში ორ საკითხს არ ეთანხმება

პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ არ უნდა ხდებოდეს ცალკეული დებულებების დროში გადადება და უკაცრავად პრეზიდენტს , ეს არ არის სწორი კონცეფცია – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც კანონებს იღებენ პარლამენტარები და მისი სხვადასხვა ნაწილები სხვადასხვა დროს შედის ძალაში.
„განზოგადება კონცეფციების, სწორი არ არის ხოლმე, თუმცა საზოგადოდ კონცეფცია მიყურადების საკითხთან დაკავშირებით სწორია. მე მაშინაც გავიზიარე პრეზიდენტის ვეტო და დღესაც ვიზიარებ. საქართველოს პარლამენტი ვეტოს შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას დეკემბერში. ვიზიარებ პრეზიდენტის გამოსვლას სასამართლოს ნაწილში და ასევე იმასაც, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს. ყველა მათგანი მისი უფლებამისილების ფარგლებში უნდა მოქმედებდეს, მაქსიმალური სიზუსტით და ურთიერთპატივისცემით. ვწუხვარ, რომ საქართველოში ხშირად ხდება, ისეთ კონცეფციებზე მაღალი ტრიბუნებიდან საუბარი, რომელიც ჩვეულებრივი მოვლენაა. წესით არ უნდა გვიხდებოდეს დამოუკიდებლობის 22 წლისთავზე, ამაზე საუბარი, მაგრამ ვეთნხმები პრეზიდენტს, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ამაზე საუბარი. ცოტა გავბრაზდი, როდესაც მან დათო კირვალიძე მოიხსენია ისე, როგორც მოიხსენია. ეს არ არის სწორი. დათო კირვალიძე არ ყოფილა ეჭვმიტანილი და ბრალდებული კორუფციაში და არ არის საჭირო გადავამეტოთ ემოციურად, როდესაც ადამიანებს ეხება ეს ამბავი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები