რომან გოცირეძე: არ უნდა ჩააქრონ ის, რაც კახამ დაანთო!

„რა ბედი ელის კახა ბენდუქიძის საგანმანათლებლო თუ სხვა სახის პროექტებს! – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში რომან გოცირიძე კახა ბენდუქიძის გარდაცვალების ფაქტს. რომან გოცირიძე კახა ბენდუქიძის ნათესავებს მიმართავს და სთხოვს, რომ ის პროექტები, რაც კახა ბენდუქიძიმ საქართველოში დაიწყო, მისმა მემკვიდრეებმა უნდა გააგრძელონ.
„რა ბედი ელის კახა ბენდუქიძის საგანმანათლებლო თუ სხვა სახის პროექტებს! რა მომავალი აქვს ბოლო პერიოდში ისედაც დაკნინებული ლიბერალური იდეების განვითარებას საქართველოში? ეს მის მემკვიდრეებზე (ნათესავებზე) არის დამოკიდებული. როგორი მრწამსისაც არ უნდა იყვნენ ისინი: რელიგიური თუ ათეისტური, კონსერვატიული თუ სოციალისტური, მედასავლეთეები თუ საპირისპირო სიმპატიების, ყველაზე დიდი, რასაც ისინი გააკეთებენ კახას ხსოვნის უკვდავსაყოფად, არის მისი საქმის გაგრძელება. პირველ რიგში – თავისუფლების, ღიბერალური იდეებისა და საქმეების მხარდაჭერა.
არ უნდა ჩააქრონ ის, რაც კახამ დაანთო. ეს იქნება ყველაზე დიდი სანთელი, რომელიც მის სულს იქ გაანათებს“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები