2 წლის ირანელი გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ორი წლის ირანელი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა – ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს. პაციენტი ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში რჩება და ხელოვნურად მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
„გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, პაციენტს გული ორჯერ გაუჩერდა და ექიმების ძალისხმევით ბავშვი მდგომარეობიდან გამოვიდა. ირანელი გოგონა ამ დრომდე ხელოვნური მართვის სუნთქვაზე იმყოფება“, – აღნიშნეს პრესცენტრში.
შეგახსენებთ, რომ, გუშინ თბილისში, წერეთლის გამზირზე მცირეწლოვანი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, არსებული ინფორმაციით, ბინაში მარტო იყო დატოვებული. შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები