სტუდენტებმა თავისუფალი უნივერსიტეტის ფოიეში სანთლები დაანთეს და კახა ბენდუქიძე გაიხსენეს
კახა ბენდუქიძის პატივსაცემად სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა თავისუფალი უნივერსიტეტის ფოიეში სანთლები დაანთეს და კახა ბენდუქიძე გაიხსენეს. ისინი თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში გვიან ღამით შეიკრიბნენ.
“ძალიან დიდი ადამიანი დააკლდა საქართველოს. თუნდაც 3 სიცოცხლე არ ეყოფოდა იმ საქმის გაკეთებას რაც კახამ გააკეთა”, – განაცხადა თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკისა ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლეჟავამ.
“თავისუფალ უნივერსიტეტში” წუხელ შეკრებილი სტუდენტები აღნიშნავდნენ, რომ ბენდუქიძემ დიდი წვლილი შეიტანა მათი განათლების პროცესში.