„საოცრად დამწყდა გული, ცხოვრება ბრძოლაა და ერთაერთი რაც გრჩება ადამიანს სიკვდილის შემდეგ სახელია“

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ დამაარსებლის კახა ბენდუქიძის გარდაცვალების ფაქტს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი გიორგი ვაშაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.
“საოცრად დამწყდა გული, ცხოვრება ბრძოლაა და ერთაერთი რაც გრჩება ადამიანს სიკვდილის შემდეგ შენი სახელია, სახელი რომელიც ჩნდება საქმეების მიხედვით და რომელსაც ვერც იყიდი და ვერც ვერავინ წაგართმევს, კახამ ეს შეძლო და არა მარტო საქართველოში“,-წერს გიორგი ვაშაძე.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ბენდუქიძეს გულის ოპერაცია შვეიცარიაში გაუკეთეს, 3 სტენდი ჩაუდგეს, მოგვიანებით, კი ინგლისში გადაიყვანეს. ის სწორედ ლონდონში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები